დღეს 10 მაისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს 2002-2003 წლებში დაბადებულ მორაგბეთა ფესტივალი.
ფესტივალს კოორდინაციას უწევდა საქართველოს რაგბის კავშირის დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი იოსებ დიაკონიძე. ფესტივალში მონაწილეობდა 14 ქალაქის 18 გუნდი (ქუთაისი, ბათუმი, მარტვილი, სენაკი, საჩხერე, წყალტუბო, ვანი, ფოთის, ხობი, ბაღდათი, ჩოხატაური, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა).
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ დირექტორმა ხათუნა ხორავამ ნორჩი მორაგბეები ფესტივალში წარმატებით მონაწილეობისათვის სიგელებით დაჯილდოვეს.