კარატე-დო-ში გამარჯვებული

 3 ნოემბერს  ქ.ერევანში  16-17 წლიანთა შორის  საერთაშორისო ტურნირი გაიმართა კარატე-დო-ში,   მასში აღმოსავლური ორთაბრძოლების სხვადასხვა მიმართულების 2000-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირი მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი წესით ჩატარდა, როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში  გაიმართა  ორთაბრძოლები.  გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ხობელმა  გოგა კორტავამ  ამ ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა და  დაჯილდოვდა  სიგელითა და მედალით.