ფესტივალი „ოქროსფერი შემოდგომა-2013“


24 ნოემბერს ქ. ბათუმის  საზაფხულო თეატრში გაიმართა საქველმოქმედო ფესტივალი „ოქროსფერი შემოდგომა-2013,“  რომელშიც დასავლეთ საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებიდან, როგორც ქორეოგრაფიული ისე ვოკალისტი ინდივიდულური შემსრულებლებლები და ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას ფოლკლორსა და თანამედროვე ცეკვასა  და სიმღერაში.
            ხობის მუნიციპალიტეტიდან პატარა ფოთის საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა ,,ოქროს საწმისმა“ (ქორეოგრაფი კახაბერ ჩიტაია) და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის თემის საჯარო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსაბლმა (ქორეოგრაფები: ირაკლი თირქია და მანუჩარ ჭაავა) მიიღეს მონაწილეობა. ჩამოთვლილმა ანსაბლებმა კომპენტენტური ჟიურის შეფასებით დიდი მოწონება დაიმსახურეს და ანსამბლის წევრები დააჯილდოვეს სიგელებითა და მედლებით.

            საქველმოქედო ფესტივალზე შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა ქალაქ ბათუმში არსებული წმინდა თამარის სახელობის ეკლესიას.