ხობის მუნიციპალიტეტს IRI-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ


ხობის მუნიციპალიტეტში დღეს სტუმრად იმყოფებოდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) წარმომადგენლები დირექტორის ანდრეა ქერბსის ხელმძღვანელობით. სტუმრები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღევანდელი ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. IRI-ის წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტში გეგმავენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს. 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ სტუმრებს შეხვედრის შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და პირველი მაისის თემში ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსი დაათვალიერებინა. ანდრეა ქერბსიმ ხობის მუნიციპალიტეტი კმაყოფილმა დატოვა.

www.khobi.ge