ახალი სასწავლო წელი დაიწყო


    დღეს, 16 საეტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის  23 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, ხობის მუნიციპალიტეტში სულ 4000-მდე მოსწავლე შეუდგა სასწავლო პროცესს, რომელთაგან  276  პირველკლასელია. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელობი გადაეცა, ხოლო პირველკლასელებს  საჩუქრად გადაეცაბუკები, რომლებიც გაუმჯობესებულია ტექნიკური მახასიათებლებით და პროგრამებით. მათი გამოყენება  არა მხოლოდ პირველ, არამედ, მეორე და მესამე კლასებშიც შეიძლება.  წელს, ხობის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 50-მდე მასწავლებელი გახდა სერთიფიცირებული.  ყველა სერთიფიცირებული პედაგოგი მიიღებს სერთიფიცირების დანამატს  მისი საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.
     მოსწავლეებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ქაჯაიამ და ხობის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა გერგაიამ. 

     მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტში 8  (ქ. ხობის N1, ზემო ქვალონის, პატარა ფოთის, საჯიჯაოს N2, ბიის, ხეთის, პირველი მაისის) საჯარო სკოლა გარემონტდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, რის გამოც 3  საჯარო სკოლაში სწავლა რამოდენიმე დღეში დაიწყება. სკოლების ავტობუსებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება  და ახალ სასწავლო წელს ის  მოსწავლეები,  რომლებსაც შორი გზის გავლა უწევთ,  ისარგებლებლებენ  უფასო ტრანსპორტირებთ.