8 სექტემბერს საორგანიზაციო ჯგუფმა წინა სამუშაო შეხვედრა გამართა. ფესტივალი სლოგანით: „მზიურის ფესვებიდან“ 28-29 სექტემბერს ჩატარდება. ხეთის თეატრონზე მაყურებლის წინაშე ყველა თაობის მზიურელი წარსდგება. ერთ-ერთი მათგანი თამრიკო გვერწითელია. სპეციალურად ამ დღისთვის გამოიცემა წიგნი სახელწოდებით „დაჰკარით დაფდაფებს“ პაატა ნაცვლიშვილის რედაქტორობით. ფესტივალის რეჟისორია სოსო ნემსაძე.
როგორც ყველა ფესტივალი, წლევანდელიც გამორჩეული იქნება გამოცემებით, საინტერესო სტუმრებითა და ახალი რეპერტუარებით.
ხობის საერთაშორისო ფესტივალი 2003 წელს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ხობის“ ორგანიზებით შეიქმნა. იდეის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია გახლავთ