7 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა


ავღანეთში ქართულ ბაზაზე მომხდარი თავდასხმის  შედეგად შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომლებიც   საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.

   ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან  დაკავშირებით და  უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.