1 სექტემბერს კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის
ახალგაზრდობის მოთხოვნით, კვლავ გაიმართა შეხვედრა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების
ბრინჯაოს მედლის მფლობელთან ხობელ მანუჩარ ცხადაიასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს მანუჩარ
ცხადაიას მიერ განვლილ სპორტულ ცხოვრებასა და მიღწეულ წარმატებებზე.
სპორტსმენს მუნიციპალიტეტის სახელით
კიდევ ერთხელ მიესალმნენ და გამარჯვება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ.
მანუჩარ ცხადაიასთან გამართულ
პირველ შეხვედრაზე საზოგადოებას ემცნო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება
მისთვის საპატიო მოქალაქის წოდების თაობაზე.
სპორტსმენმა მადლობა გადაუხადა
ხობელებს იმ სითბოსთვის და თანადგომისთვის, რომელიც მათ შეხვედრებზე გამოხატეს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის საპატიო
მოქალაქეობა მისთვის ძალიან დიდი პატივია.