სამეგრელო. 24 -27 ივლისს USAID -ის პროგრამამ INRMW-საქართველომ GLOWS კონსორციუმის სრული შემადგენლობით მოაწყო რიგი შეხვედრებისა მდინარე რიონის წყალშემკრები აუზის ქვედა საპილოტე ტერიტორიებზე.
24 ივლისს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსისტეტის წარმომადგენლობა შეხვდა სენაკის წყალმომარაგების სერვის ცენტრს და განიხილეს სასმელი წყლის რისკებისა და საფრთხეების შეფასება, აგრეთვე მათი საკონტროლო ღონისძიებები.
25 ივლისს კონსორციუმმა მოაწყო პრიორიტეტული საკითხების დადგენის სემინარი. ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების შერჩეული თემის რწმუნებულების, სათემო ორგანიზაციებისა და სათემო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოიკვეთა აქტუალური საკითხები პრიორიტეტების დამდგენი მატრიცის გამოყენებით.
26 ივლისს გაიმართა შეხვედრა ხობისა და სენაკის ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. გამოიკვეთა საინტერესო საპროექტო წინადადებები.
27 ივლისს ქ. ზუგდიდში მოეწყო შეხვედრა ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა და დასაფინანსებელი პროექტები.