ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ ხობის მუნიციპალიტეტში პროგრამა „კარდაკარის“ განხორციელება დაიწყო


ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის მიერ  შექმნილმა ჯგუფმა, რომელიც  92  წევრისგან შედგება, დღეიდან დაიწყო პროგრამა „კარდაკარის“ განხორციელება. „კარდაკარი“ არის ამომრჩეველთა სიის დაზუსტების ერთ-ერთი მეთოდი და გულისხმობს სიის გადამოწმებას, თითოეული ოჯახის კარდაკარ შემოვლისა და ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის გზით. პროგრამა ითვალისწინებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფას.
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით დაკომპლექტებულია ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.