ფერმერებმა სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციის პროექტით გათვალისწინებული ობიექტები დაათვალიერეს


26 აპრილს, სოფლის მეურნეობის  სამინისტროს ინიციატივით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, პირველიმაისისა და გურიფულის თემებიდან წარმატებულმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაციის პროექტით გათვალისწინებული ობიექტები დაათვალიერეს. ფერმერებმა ზუგდიდში მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთი  და  კივის პლანტაცია  დაათვალიერეს,   სენაკში - მერძეული მიმართულების ფერმა „უნიფარმი“,  ხოლო აბაშაში -  მარცვლის საშრობი ცენტრი.