ასოციაცია „გაენათმა“ ხობში ტრენინგები ჩაატარა


26 აპრილს, ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში ასოციაცია „გაენათმა“ მუნიციპალიტეტის ლიდერი  ქალებისთვის ტრენინგები გამართა.  
ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს „საზოგადოება ქალთა ძალადობისა და დისკრიმინაციის გარეშე“, რომლის ბაზაზეც რეგიონში შეიქმნა ლიდერ ქალთა კლუბი. პროექტის მიზანია ქალთა გააქტიურება, მათი ჩაბმა საზოგადოებრივ საქმიანობაში და  გენდერული თანასწორობის დაცვა.
შეხვედრაზე პრეზენტაციის უნარებზე, სამოტივაციო წერილის წერის კრიტერიუმებსა და CV-ის  შედგენის თავისებურებებზე ისაუბრა  გაენათის  შვედმა ინტერნმა ეველინა სკოგმა.