ხობის მუნიციპალიტეტი „ექსპო ჯორჯიას“ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე



6-8 აპრილს, ქ. თბილისში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართა საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების პირველი საერთაშორისო და მე-14 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა.
45 საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იყო 90 ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები.
გამოფენაზე  მონაწილეობა მიიღო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარემ, მათ შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტი, რომელმაც საზოგადოებას წარუდგინა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ფოტომასალა, ხეზე კვეთის ნიმუშები და მეგრული სამზარეულო.