მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო


ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედმა ამხანაგობამ „სოფლტექსერვისი“ დაიწყო საგაზაფხულო სამუშაოები, რომელსაც დაწესებული გრაფიკის მიხედვით ახორციელებს.
ამჟამად, ხვნა-თესვის სამუშაოები სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარეობს, რისთვისაც ამხანაგობიდან  5 ტრაქტორი გამოიყო.
მიმდინარე  სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ გამგებლის მოადგილე ბესიკ ნაჭყებიასთან და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსთან ანატოლი სიჭინავასთან  ერთად დაათვალიერა.
წელს საგაზაფხულო სამუშაოები ცუდი კლიმატური პირობების გამო დაგვიანებით დაიწყო და უკვე აქტიურ ფაზაში შედის.  მძიმე ტექნიკა გრაფიკის მიხედვით,  ყველა  თემისა და სოფლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ტექნიკის გამოყენება შეღავათიან ფასებში შეუძლია.“ - აღნიშნა გამგებელმა.