31 მარტს გამგეობის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებლის გოგა ღურწკაიას ინიციატივით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მექანიზატორებთან
შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი საგაზაფხულო სამუშაოების დროულად ჩატარებასთან დაკავშირებული
პრობლემური საკითხების ერთობლივად განხილვა იყო.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ, გამგებლის
მოადგილემ სოფლის მეურნეობის საკითხებში ბესიკ ნაჭყებიამ და სოფლის მეურნეობის განვითარების
სამსახურის უფროსმა ანატოლი სიჭინავამ. გამომსვლელებმა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და საგაზაფხულო
სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში დროულად ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გამგებელმა,
ასევე, ისაუბრა ხელისუფლების ინიციატივაზე მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო
მანქანა-იარაღების გამარტივებული წესით მესაკუთრეზე გადაცემასა და მოსახლეობისთვის
სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგების დადებით მხარეებზე.