27-28-29 იანვარს თურქეთის ქალაქ არხავში ევრაზიის საერთაშორისო ტურნირი კარატე-დოში გაიმართა, რომელშიც 7-დან 50-წლამდე ასაკის მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.ტურნირი კარატე-დოს „კატასა“ და „კუმიტეს“ სახეობებში ჩატარდა. მასში მონაწილეობას 200-მდე ქართველი სპორტსმენი იღებდა, მათ შორის, 2 ხობელი - გოგა კორტავა და გოგა ადონია.
გოგა კორტავამ, რომელიც 50 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალში, თურქ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და შედეგად მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
გოგა ადონიამ კუმიტეს სახეობის ტურნირის ორ ასაკობრივ ჯგუფში მიიღო მონაწილეობა და მეორე და მესამე ადგილების დაკავებისათვის ორი მედალი მოიპოვა.
ტურნირის ფარგლებში, ასევე, წარმატებული გახდა ვეტერანების ორთაბრძოლაში მონაწილე, ხობის მთავარი მწვრთნელი კარატეში, მეოთხე დანის მფლობელი - ბაჩუკ სულამანიძე, რომელიც კუმიტეს სახეობაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.