სურსათის ეროვნული სააგენტომ საკარანტინო მავნებლის ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ ქიმიური ღონისძიების პირველი ეტაპი ივლისის თვეში ხობის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში განახორციელა. შეიწამლა 1120 ჰა.ტერიტორია. რადგანაც ხობის მუნიციპალიტეტი მაღალი რისკის ზონას მიეკუთვნება ამჟამად მიმდინარეობს მავნებლის მეორე თაობის სალიკვიდაციო სამუშაოები, მეორე ეტაპზე ქიმიური ღონისძიება გატარდა ბიის, ნოჯიხევის, ზემო ქვალონის თორსის, საჯიჯაოს, ხამისქურის , გურიფულისა და პირველი ხორგის ტერიტორიაზე. აგვისტოს ბოლომდე პროგრამა მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე სოფელს მოიცავს.