დღეს, 12 აგვისტოს, ხობში ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა


    12 აგვისტოს ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა, საზეიმო წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ეპარქიის სამღვდელოება,მრევლი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა და ხელისუფლების წარმომადგენლები. 
მონასტერში იკურთხა პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების სამონასტრო კომპლექსისა და ხორგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის გუმბათის ჯვრები.


    დიდგვაროვანი ფეოდალი ცოტნე დადიანი უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. მონაწილეობდა კოხტასთავის შეთქმულებაში (დაახლოებით 1245 წელს), რომლის მიზანი იყო მონღოლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში თავიანთ ნოინს მიჰგვარეს. ქართველები ყველაფერს უარყოფდნენ. მათ თაფლი წაუსვეს და მცხუნვარე მზის ქვეშ დასვეს. ჟამთააღმწერლის ცნობით, ტყვეობას შემთხვევით გადარჩენილი ცოტნე დადიანი ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამოაზრეთა ხვედრი. მონღოლებმა ქართველი ტყვეები გაუშვეს და თავდებად ცოტნე დაიტოვეს. მან შეთქმულთა სიცოცოხლის სანაცვლოდ მოწამებრივი აღსასრული ჰპოვა. და კიდევ ერთხელ აჩვენა მტერს ქართველთა სიძლიერე, მისმა გმირობამ კი მტერს აღიარებინა მისი მოქმედების სიდიადე. 

ცოტნე დადიანი ქართული პოლიტიკური აზრისთვის საქართველოს პროგრესული ძალების კონსოლიდაციის, შთამომავლობისთვის კი ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნულ ძალთა შეკავშირების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული., ის სადაც დადიანთა აკლდამა აღმოაჩინეს. 
    12 აგვისტოს ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა, საზეიმო წირვას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ეპარქიის სამღვდელოება,მრევლი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა და ხელისუფლების წარმომადგენლები. მონასტერში იკურთხა პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების სამონასტრო კომპლექსისა და ხორგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის გუმბათის ჯვრები.