ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

 

ხობის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირებს, დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დავით ბერაიამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ და „შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ანარ განიევმა  მიულოცეს და მათ კვების პროდუქტების ნაკრები გადასცეს.

   „შავი ზღვის ტერმინალის“ (ყულევი) და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი სააღდგომო ნობათი 155 ბენეფიციარს გადაეცა.