ხობში მდებარე ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება

 


აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება.

 სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. 

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

 ქრისტე აღდგა!

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი