თამაში „რა? სად? როდის? ხობში

 


    დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდების მონაწილეობით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? ევროპის შესახებ“ გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდმა - „ევრატომი“, მეორე ადგილი - ახალსოფლის საჯარო სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი - პატარა ფოთის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
ღონისძიება საქართველოს ინტელექტ-კლუბის - "რა? სად? როდის?" ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა.