ხობში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს (foto+ video)

 




ქალაქ ხობში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნურსაფარიანი მოედნის, განათების, ტრიბუნების და ელექტრო ტაბლოს მოწყობა. აშენდება ფეხბურთელთა გასახდელი შენობა და კეთილმოეწყობა ეზო. სამშენებლო სამუშაოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ და ფედერაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება.