ხობში ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

 

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
საკონცერტო დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“,  კვარტეტი "ხობი", ქორეოგრაფიული ჯგუფები, სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.