მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს ხობში გაიმართა

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს ხობში გაიმართა.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და საჯარო მმართველობის საკითხებში კონსულტანტი დავით გვიშიანი ესწრებოდნენ.
მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.