შეხვედრა თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები“

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

   თემაზე - „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები“ - საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭოს მოწვეულმა ტრენერმა ელენე ბერიაშვილმა ისაუბრეს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით ფორუმ-თეატრი გაიმართა. 

  ღონისძიებებს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია, გრეტა წიწავა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და სამეგრელო ზემო-სვანეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.