სქემმონაზონი ონისიფორე (ფაჩულია)

  


სქემმონაზონი   ონისიფორე  (უთუთი ფაჩულია) დაბადებულა სოფელ ქვალონში.  განდეგილი ბერი ჭალადიდის ტყეში მოღვაწეობდა. მასთან ერთი წელი მორჩილებაში გაატარა წმ. ალექსი შუშანიამ , შემდგომ  მღვდელ-მონაზონი ალექსი იყო მამა ონისიფორეს მოძღვარი, რომელიც აღფრთოვანებით აღწერს მის წმინდა და ღვაწლით აღსავსე  ცხოვრებას. 

   


☦️ერთხელ, დედა ათანასიასა და მის ერთ სულიერ დას, მთაში (იქ, სადაც დღეს დედათა მონასტერია), ურთხელის გაუვალი ტყით დაფარულ ადგილას, წმიდა გიორგის უძველესი ბაზილიკისათვის მიუგნიათ. ეკალ-ბარდებით დაფარული სალოცავი მათ გაუწმენდიათ. დედა ათანასიას იმდენად მოსწონებია ჭეშმარიტად ღვთაებრივი სისადავით მოსილი ტაძარი და მისი გარემო, რომ მტკიცედ განუზრახავს იქვე დამკვიდრებულიყო და მეუდაბნოეთა დარად მდუმარება მიეღო. რჩევა-დარიგების თხოვნით სულიერი მამის _ ონისიფორესათვის მიუმართავს, რომელსაც იგი თანხმობის მისაღებად დედა სალომესთან გაუგზავნია _ მას დაეკითხე, ერთად იფიქრეთ და ისე გადაწყვიტეთო!

 ✍  წმ. ალექსი ამბობს , რომ მასთან სულ მცირე ხანი დავყავი და ისე ვჩანდი , როგორც კამეჩთან მოზვერიო! 

 


„ამაღლების მესამე დღეს განისვენა ყოვლად განწმენდილმა დიდ სქემით შემოსილმა მამა ონისიფორემ. გვამი მისი შესანიშნავად გაბრწყინდა“- წერდა წმ. ალექსი შუშანია.

 

🕯 მამა ონისიფორე გარდაიცვალა 1903 წლის 24 მაისს(ძვ. სტ) ახალი სტილით 6 ივნისს. წმ. ალექსის ცნობით  მისი გვამი მიუხედვად სიცხისა ოთხი დღის განმავლობაში არ გახრწნილა და საოცარ კეთილსურნელბას გამოსცემდა .     სქემმონაზონი ონისიფორე დაკრძალულია თეკლათის დედათა მონასტრის ეზოში!


პ.ს სქემმონაზონ ონისიფორე ფაჩულიას ცხოვრების ფართო საზოგადებისთვის გაცნობის საქმეში, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ბატონ პაატა ქურდოვანიძეს, რომელმაც აღმოაჩინა  წმ. ალექსი შუშანიას ხელნაწერი, სადაც წმინდანი თავისი სულიერი შვილის, განდეგილი ონისიფორეს შესახებ წერს.

წყარო: https://www.facebook.com/100010684661417/posts/pfbid02jPowNnfyswStw7i92JbjVoVCJfYgXpBLx3beMiqrYGQ7GbZj1y8aGPG74Bdz6piel/?mibextid=Nif5oz