მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

 


8 მაისს, ხობის კულტურის სახლის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოება „ხობელის“ ორგანიზებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ხობელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
            აღნიშნულ ღონისძიებაზე საზოგადოების წევრებმა ომის მონაწილეთა შესახებ ისაუბრეს და მათ სამშობლოსადმი ღვაწლს გაუსვეს ხაზი.
            ღონისძიება დასრულდა ადგილობრივ შემსრულებელთა კონცერტით.
            საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები და ვეტერანთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.