ღონისძიება ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით

 

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს  და ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის  ველზე“  მდებარე სიმბოლური საფლავები ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 500 ლარს მიიღებენ.