რა კეთდება ხობელებისთვის 2013-2020 წლები


✅ რა კეთდება ხობელებისთვის
2013-2020 წლები
✅ ინფრასტრუქტურა
🔹 დაიგო 100 კმ-ზე მეტი გზა;
🔹 2020 წელს დაიწყო და 2021-2022 წლებში მოეწყობა 15 კმ გზა;
🔹 აშენდა და რეაბილიტირდა 10 ხიდი;
🔹 მოეწყო 88 ხიდ-ბოგირი;
🔹 რეაბილიტირდა სანიაღვრე სისტემის 120 ობიექტი;
🔹 7 ობიექტზე კეთილმოეწყო ეზოები;
🔹 შეძენილია 2 ნაგავმზიდი მანქანა;
🔹 ქალაქ ხობსა და 8 სოფელში მოეწყო წყალსადენი სისტემა;
🔹 განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოების 14 პროექტი;
🔹 რეაბილიტირდა ცენტრალური პარკი;
🔹 რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხობის მონასტერს, საკათალიკოსო სასახლესა და ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას;
🔹 აშენდა 308 896 გრძივი მეტრი გაზსადენი და 5 837აბონენტს საშუალება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით;
• 2021 წელს დაგეგმილია 8 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. 1500 აბონენტი შეძლებს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
✅ სოფლის მეურნეობა
🔹 სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 4 ახალი და გაფართოვდა 4 აგროსაწარმო;
🔹 შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 234-მა პირმა;
🔹 ფუნქციონირებს 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
🔹 სახელმწიფოს მხარდაჭერით 143 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
🔹 აგროდაზღვევის ფარგლებში ერთ მლნ ლარამდე მოსავალი დააზღვია 422-მა პირმა;
🔹 დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 15 პროექტი;
🔹 შეიქმნა ახალი საწარმო - ქართული ხოხბის სანაშენე მეურნეობა, რომელიც ხელს უწყობს გადაშენების პირას მყოფი ქართული ხოხბის ბუნებაში, დაცულ ტერიტორიებზე გაშვებას და გამრავლებას;
🔹 აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ხობის მუნიციპალიტეტში დამუშავდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რამაც მინიმუმამდე შეამცირა ფაროსანის ზეგავლენა მოსავლიანობაზე და რისი მეშვეობითაც წელს თხილის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მოვიდა.
🔹ახალ ხიბულაში სახელმწიფოს დაფინანსებით „ნადი გრუპმა“ ლოკოკინების ფერმა გახსნა. წარმოებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გადის.
✅ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში:
🔹 საწარმოები:
• მხარი დაეჭირა 10 ახალი საწარმოს;
• ინვესტიცია - 16 მლნ ლარზე მეტი;
• დასაქმებულთა რაოდენობა - 300-ზე მეტი ადამიანი.
🔹 მიკრო- და მცირე მეწარმეობა:
• მხარი დაეჭირა 43 პროექტს;
• ბენეფიციარი - 58 მოქალაქე;
• ინვესტიცია - 410 ათას ლარზე მეტი.
✅ დევნილთა მხარდაჭერა
🔹 ხობის მუნიციპალიტეტში სახელმწიფომ 119 დევნილი ოჯახისათვის შეისყიდა სახლი სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
✅ ჯანდაცვა
🔹 ეტაპობრივად განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი;
🔹 ხობის მუნიციპალიტეტში საჯიჯაოს, ხამისკურის, ძველი ხიბულის, ახალი ხიბულისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეაბილიტირდა ამბულატორიები.
🔹 მიმდინარეობს 2 ამბულატორიის (ქვემო ქვალონი, შუა ხორგა) რეაბილიტაცია;
🔹 აშენდა სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“;
🔹 ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა;
🔹 გაიზარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა, სოფლის ექიმებისა და ექთნების ანაზღაურება.
✅ სახელმწიფო სერვისები
🔹 ხობში გაიხსნა საზოგადოებრივი ცენტრი;
🔹 პროექტის - „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 1200-მდე ფერმერს;
✅ საპოლიციო ინფრასტრუქტურა
🔹 სოფელ ჭალადიდში აშენდა პოლიციის შენობა;
🔹 განახლდა პოლიციის ავტოპარკი.
✅ განათლება
🔹 უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 26 საჯარო სკოლის 1681 მოსწავლე;
🔹 სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო სახელმძღვანელოებით;
🔹 განხორციელდა საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის 49 პროექტი;
🔹 მიმდინარეობს ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლის მშენებლობა;
🔹 განხორციელდა საჯარო სკოლების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სასკოლო ავეჯით, სპორტული ინვენტარითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის 55 პროექტი;
🔹 ადაპტირებულია 23 საჯარო სკოლა;
🔹 ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა 6 საჯარო სკოლა.
🔹 დაგეგმილია სოფელ შავღელის საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაცია;
🔹 ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 საბავშვო ბაღს, სრული რეაბილიტაცია - 6-ს. აშენდა 2 და დაგეგმილია კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა.
🔹 რეაბილიტირდა და აღიჭურვა საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისის“ ნოჯიხევის სასწავლო კორპუსი.
🔹 ფონდ „ქართუს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს.
✅ სპორტული ინფრასტრუქტურა
🔹 რეაბილიტირდა ხობის ცენტრალური სტადიონი და მინიმოედნები.
წყარო: https://www.facebook.com/KhobiMunicipality/photos/a.546955608700686/3523610061035211/

http://region.kvira.ge/36991/

http://guardian.ge/56133-khobis-municipalitetis-meria-khobshi-2013-dan-2020-tslamde-gankhorcielebul-proeqtebs-aqveynebs.html?fbclid=IwAR0CdguMuor3ND4o_x7via51CyZqhL8rOvRsTdetWkhff9R4ji_5U-SE048