ხელისუფლების წარმომადგენლები შავღელეს მოსახლეობას შეხვდნენ

✔ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ ✔ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს
 ✔შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს და 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრიორიტეტებს
✔შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე და შუა ხევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ესწრებოდნენ
✔შავღელეში ხულოს, ქედის და შუა ხევის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.