საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში ზურაბ ლატარიას უხმეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები, რომელსაც გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობს, 6 და 8 სექტემბერს ორ ამხანაგურ მატჩს სტუმრად ბელგიაში გამართავს. მოახლოებულ საკონტროლო მატჩებთან დაკავშირებით მთავარმა მწვრთნელმა იმ ფეხბურთელების შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც ხსენებული შეხვედრებისთვის მოემზადებიან. გუნდთან ერთად “საბურთალოს” ფეხბურთელებიც იქნებიან – ზურაბ ლატარია, საბა მამაცაშვილი, ნიკა ტალახაძე და დიმიტრი ფაჩულია.საკონტროლო მატჩები ბელგიის ქალაქ ტუბიცეში ჩატარდება.
წყარო: //www.fcsaburtalo.ge