პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა


. ხობის კულტურის სახლის ფოიეში  პირველობა მაგიდის ჩოგბურთსა და ნარდში გაიმართა.
   ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე  დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
     მაგიდის ჩოგბურთში   გოგონათა შორის III   ადგილზე გავიდა მეგი უბილავა, II  ადგილზე  - ლალი კვარაცხელია, ხოლო  I ადგილი მარიამ კონჯარიამ  მოიპოვა.     ვაჟთა შორის    III  ადგილი მოიპოვა  ნოდარ გულუამ,  II  ადგილი - გიორგი გერგაიამ, ხოლო    I ადგილოსანი  ედიკა არჯევანიძე გახდა.
     ნარდში  პირველობაზე    III  ადგილი - ელგუჯა ქარდავამ,   II  ადგილი - იგორ ჟველია,  ხოლო    I ადგილი    კუკურ ქაჯაიამ მოიპოვა. 
    შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ()იპხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრისორგანიზებით განხორციელდა. გამარჯვებულები   სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.