რევაზ პაპუაშვილის მოხსენება თემაზე „ცოტნე დადიანი და ხობის მონასტერი“ video

ქ. ხობში კულტურის სახლის მცირე დარბაზში „ცოტნეობის დღეების“ ფარგლებში, გაიმართა პროფესორ რევაზ პაპუაშვილის მოხსენება თემაზე „ცოტნე დადიანი და ხობის მონასტერი“. სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორმა მის მიერ აღმოჩენილ ძველ დადიანთა საძვალეზე, არქიტექტურაზე, ცოტნე დადიანის მოღვაწეობაზე და ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებზე ისაუბრა. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.