ხობელ მკლავჭიდელთა წარმატებები

ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელობის ღია პირველობა მკლავჭიდში გაიმართა. ტურნირში საქართველოს უძლიერესი მკლავჭიდელები, მათ შორის 20 მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობდა. 
ღია პირველობაში მონაწილეობა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმაც მიიღეს და ჩემპიონები გახდნენ
I ადგილი - საბა დანელია (55 წ.კგ მარჯვენა მკლავით) 
I ადგილი - გოგა დანელია (55 წ.კგ მარჯვენა მკლავით)
I ადგილი - დათუნა ჟიშკარიანი (65 წ.კგ. მარჯვენა მკლავით)
II ადგილი - დიტო ბუკია (75 წ.კგ. მარჯვენა)
გამარჯვებულები თასებით, მედლებით და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.