დაფნის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაფნის ფოთლის ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის (AMMAR) ხელმძღვანელმა, ქეთევან შარაბიძემ დაფნის ფოთლის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაზე და ქართული დაფნის ინდუსტრიაში ასოციაციის როლზე ისაუბრა. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებია:
 • პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა
 • არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და

მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) ფარგლებში. პროგრამა ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ. პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს ა(ა)იპ "სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.