ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები (ფოტო+ ვიდეო)


ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ხობის N1 სკოლის სპორტულ დარბაზში ბაღების აღსაზრდელთა და აღმზრდელთა მონაწილეობით „მხიარული სტარტები“ გაიმართა. კულტურის სახლის ფოიეში მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ნორჩ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ხოლო დიდი დარბაზის სცენაზე ქუთაისის ერთი მსახიობის თეატრმა საბავშვო სპექტაკლი „ფისუნია“ წარმოადგინა.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ეკა ხასია ესწრებოდნენ.