ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში საპილოტე პროექტის - „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგი“ შედეგების განხილვა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საპილოტე პროექტის - „ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და C ჰეპატიტის პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგი“ შედეგების განხილვა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წლის აპრილიდან დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს საპილოტე პროგრამა - „ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვის რგოლში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის”. პროგრამა გულისხმობს პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმწოდებლების როლის ამაღლებას C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაში. პროგრამა გლობალური ფონდის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 2000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა. მიმდინარე წელს გამოკვლევა 8500 ბენეფიციარს ჩაუტარდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოფილია გამოსაკვლევი ტესტებითა და სახარჯი მასალით.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის, მერიის, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ და საექიმო ამბულატორიეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მიზნად ისახავს ამ დაავადებით ინფიცირებულ პირთა გამოვლენასა და მკურნალობას.