დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი (ვიდეო)

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 
კულტურის სახლში შეკრებილი მაყურებლის წინაშე „თბილისური კვარტეტი“,  ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ. 
კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს ისტორიაში. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უდიდესი მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
26 მაისი, ასევე არის ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის - მერაბ კოსტავას დაბადების დღე. 
სწორედ, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა და ღირსეულმა მამულიშვილებმა შეგვინარჩუნეს უმთავრესი ეროვნული ფასეულობები.
დღეს, ჩვენთან ობიექტური მიზეზების გამო არ იმყოფება ჩვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია. მინდა მისი სახელით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე.
მე მჯერა, ჩვენ ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“- აღნიშნა სიტყვით მისალმებისას მერმა.
სადღესასწაულო კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.