ხობში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს (ვიდეო)


ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარჩინებულიმოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ბეატრისა რუსიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე, ედიშერ ჯობავამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები და სერტიფიკატები გადასცეს.
2017-2018 სასწავლო წელს, სკოლა წარჩინებით, 34 მოსწავლემ დაასრულა, მათ შორის 16 ოქროს მედალოსანია.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ ახალგაზრდებს მიულოცა სკოლის წარჩინებით დამთავრება და წარმატებები უსურვა მათ, პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.