პოეტი და პროზაიკოსის ნინო კემულარიას სამგლოვიარო მიტინგი

  
7 აპრილს  ხობის წმ. სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ პოეტ და პროზაიკოსს  ნინო კემულარიას პანაშვიდი,   პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა იაკობმა (სურმავა) აღავლინა.
  ტაძრიდან გამოსვენებისას ნინოს პატივსაცემად სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა. გარდაცვლილი პოეტის,  ადგილობრივმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მეგობრებმა, ნინოს  ბიოგრაფიაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს,  წაიკითხეს ლექსები და მას ასე გამოემშვიდობნენ.
   ხობელი პოეტი და პროზაიკოსი ხობის დედათა მონასტრის მიმდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი.

ავტორი: ირინა ფილიპია









სამგლოვიარო მიტინგზე წარმოთქმული სიტყვა
ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებავ!
ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებას დააკლდა შესანიშნავი პიროვნება, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული, პოეტი და პროზაიკოსი ქალბატონი ნინო კემულარია.
ნინო კემულარია დაიბადა 1971 წელს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ქალბატონი ნინო კემულარია იყო ოთხი პოეტური კრებულის დ პროზაული წიგნების ავტორი. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად საქართველოს მწერალთა შიდა ქართლის, ცხინვალის და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის საპატიო წევრად. ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ გაზეთ ,,მერმისს". იყო 2015 წლის ილია მართლის გაზეთ ,,ივერიის" (პროზის დარგში) პრემიის გამარჯვებული ნომინაციაში ქართული ელიტის წლის პროზაიკოსი.
ნინოს ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია, ხალასი და წრფელი გულით ნაწერია, ამიტომ იგი ერთი წაკითხვითაც გვამახსოვრდება.
ხის ტოტებზე  შემომსხდარან  ჩემი წლები,
  მიდის წყნარადფეხაკრეფით, ნელა- ნელა,
  ეფერება ჭაღარა  თმებს   სიოს სუნთქვა,
 აქეთ- იქით მაქანავებს საქანელა.
   ხან წინ ფრინავსხანაც უკან, თავბრუს  მახვევს,
  ეს ცხოვრებაც  ზნეწესს  იცვლის წარამარა,
  რომ მატკბობდეს  უსასრულოდ სიყვარული-
 ყოველი დღე  გვერდით მყავდეს  აღარ კმარა.
 წლები  შუბლზე  ღარებს ითვლის სათითაოდ,
 მზემ  ამოსვლაც  ამ ბოლო დროს   დაანელა,
  ხის ტოტებზე  წლებთან ერთად  დაკიდული,
  თავბრუს მახვევს, აქეთ- იქით საქანელა.
სამშობლო, მამული  ყველა ქართველის საფიცარი და სიყვარულის წყაროა.  ამდენად, არ არის გასაკვირი, რომ ნინომ ლექსში ,,სამაჩაბლო და აფხაზეთი" ჩააქსოვა თავისი ფიქრი და ოცნება, ამ ლექსის სტრიქონებში გამოჩნდა მისი მდიდარი პოეტური სამყარო.
წუხელ მომაჭრეს ორივე მკლავი,
სიკვდილმისჯილი წამება იცდის,
ცეცხლწაკიდებულ ტყვიებს გვესვრიან,
შავლეგოს სიმღერით მივყავართ სიკვდილს.

 სამუზარყანოს მთები გუგუნებს,
ვეძახი ... ექო წვდება ზეცამდე,
მოქრილ მკლავების ტკივილებს უთმენ,
ცრემლი მსდის ციდანდედამიწამდე.

პარნასის მთაზე მტრობას დავმარხავ,
სიმშვიდეს მოვქროვ ოქროს სირმებით,
,,ოსეთსაფხაზეთს და ქართულ ჯილაგს
ერთად ავკინძავ ლირის სიმებით.

ცალკე უნდა აღინიშნოს ქალბატონ ნინოს პროზაული წიგნზე ,,მახარია" თითოეული მოთხრობის პერსონაჟები ნამდვილი, რეალური, ადამიანები არიან, გამოგონილი და მწერლის ფანტაზია იშვიათად გვხვდება მის ნოველებში.
ქალბატონი ნინო ბოლო პერიოდი მძიმე სენით იყო დაავადებული, მიუხედავად ამისა, ბოლომდე არ დაუკარგავს რწმენა და იმედი. ამის მაგალითია თუნდაც მისი ახლახან გამოცემული პოეტური კრებულის პრეზენტაცია ხობის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში, საქართველოს მწერალთა კავშირში დაგეგმილ პრეზენტაციას სამწუხაროდ ვერ მოასწო.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ნინოს ბოლო დროს დაწერილი ლექსი ,,ჩემი გარდაცვალება" რომელშიც მისი სულიერი და ფიზიკური ტკივილი ჩააქსოვა.
როცა იქნება სიკვდილს გავყვები,
გავივლი გვირაბს ვით მონა ნებით,
სადაც სამოთხის შუქი ჩანს ბოლოს,
ღმერთთან წარვსდგები მონანიებით.
ცაში, ღრუბლებში ჩაწვება სული,
დაღლილს ამ ქვეყნით ჩასთვლიმავს უმალ,
შენ კი ტაძარში ევედრე ხატებს,
სიმშვიდე ჰპოვოს ცოდვილმა სულმა.
გასვენების დღეს იწვიმებს სევდით,
ვისუნთქებ შენით ყვავილთა სუნთქვას,
ფიცრის კუბოში ჩამაყოლებენ
ამ სოფლის ღიმილს, რაც კარგი უთქვამს.
გამოაცილებ ჩემს ბოლო წუთებს,
საფლავს გამიჭრის ვიღაცა ალბათ,
გულზე მომაყრი ერთ მუჭა მიწას,
არ შემცივდება, დავიფენ საბნად.
იმ ღამეს მოხვალ საფლავთან მთვრალი,
მეტყვი გაცნობის დღესაც რომ წვიმდა,
როდესაც რა წამს გაგახსენდები,
ის დრო იქნება ყველაზე წმინდა.
სამგლოვიარო მიტინგს ნინო კემულარიას დაკრძალვასთან დაკავშირებით გახსნილად ვაცხადებ.
მშვიდობით ჩვენო ნინო, მადლობას გეუბნებით, რომ არსებობდი და ცხოვრებას გვილამაზებდი. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს თქვენს ლამაზსა და პოეტურ სულს.