ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება


ხობის მუნიციპალიტეტის ძველ ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდ ქართუს დაფინანსებით საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზვიად ძიძიგური, პარლამენტის წევრი გიგა ბუკია,  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია,  ფონდ ,,ქართუსდირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი და მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი  საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება.