საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა რეგიონული პირველობის გამარჯვებულია

ქალაქ აბაშაში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული თამაშები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ჩემპიონი სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ. გოგონათა შორის პირველი ადგილი საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟთა შორის გამარჯვება ქალაქ აბაშის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. რეგიონული ეტაპის გამარჯვებული სკოლები პირველობისთვის ასპარეზობას ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ. სპორტული ოლიმპიადა, რომლის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა და სასკოლო სპორტის განვითარებაა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.