სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შეიქმნა


სამეგრელო-ზემო სვანეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდა. ზუგდიდის ტექნოპარკში ორგანიზაციის დაფუძნების მემორანდუმს, ხელი USAID-Zrda პროექტის ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ჯიქიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოაწერეს.
DMO-სმიზანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნა და მისი პოპულარიზაციაა.
ორგანიზაცია განახორციელებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების მდგომარეობის ანალიზს, მოიძიებს და დანერგავს ახალ მიდგომებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას.