სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - მაგიდის ჩოგბურთი


ხობის კულტურის სახლის ფოიეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის მუნიციპალური ეტაპის თამაშები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 11 გუნდი მონაწილეობდა.

|ჭაბუკები                     

I ადგილი - შუა ხორგის  საჯარო სკოლა
II ადგილი - შავღელეს საჯარო სკოლა
III ადგილი - ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლა

გოგონები

I ადგილი - საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლა
II ადგილი  - შუა ხორგის საჯარო სკოლა
III ადგილი - ქვემო ქვალონის №1 საჯარო სკოლა
გამარჯვებული სკოლების გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას.
სპორტული ოლიმპიადა, რომლის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა და სასკოლო სპორტის განვითარებაა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ხორციელდება.