სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

6 ოქტომბერს, ქალაქ ხობში სტარტს აიღებს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდები, ასპარეზობას რეგიონულ პირველობაზე გააგრძელებენ.
სპორტული ოლიმპიადა, რომლის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში ჩაბმა და სასკოლო სპორტის ხელშეწყობაა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება.

6 ოქტომბერი, 11 საათი - გეზრბენი (გოგონები, ვაჟები), ხობის ცენტრალური სტადიონი
13-14 ოქტომბერი, 11 საათი - მინი-ფეხბურთი (ვაჟები), ქ. ხობი, ნ. შენგელიას სახელობის სტადიონი
20-21 ოქტომბერი, 11 საათი -კალათბურთი (გოგონები, ვაჟები), ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი
3-4 ნოემბერი, 11 საათი -ფრენბურთი (გოგონები, ვაჟები), ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი
10 ნოემბერი, 11 საათი - მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები), კულტურის სახლის ფოიე
17-18 ნოემბერი, 11 საათი - „მხიარული სტარტები“, ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი