მერი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო


მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკიასთან ერთად ბიის, ჭალადიდის, შავღელეს და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამით 2018 წელს, 13 ბენეფიციარს გაეწია 31500 ლარის დახმარება.