საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია 1149, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში 318 აღსაზრდელი.