პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცათ

17 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 322 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 297 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.