ძველ ხიბულაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზის (ნარაზენი - ძველი ხიბულის მონაკვეთი) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 
 ნარაზენი - ძველი ხიბულის  დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 4 მილიონ 657 ათასი ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.
☑სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 9 კილომეტრია
☑მოეწყობა ტროტუარი და ეზოში შესასვლელები
☑აშენდება ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებლები
☑განთავსდება საგზაო ნიშნები და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.