სოციალურად დაუცველ სამოც ოჯახს საჩუქრად ტანსაცმელი გადაეცა


ხობის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“  ორგანიზებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აქცია სახელწოდებით „გაეცი ტანსაცმელი“ გაიმართა. აქციის ფარგლებში, ქარიატის, საჯიჯაოს, ნოჯიხევის, პირველი მაისის და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ სამოც ოჯახს საჩუქრად ტანსაცმელი გადაეცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხობის მუნიციპალიტეტში აქტიურად საქმიანობს და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.